ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროვატობუსი და სატვირო ავტომობილი შეეჯახა. რის შედეგადაც მიკროავტობუსის მგზავრი, ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა.
დაშავებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.