"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, აღნიშნულ თანამდებობაზე 41 წლის გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოს ხელმღვანელობდა.
არსებული ინფორმაციით, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა გოგნიაშვილი თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახდა. ის ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციას 2018 წლიდან, 3 წლისა და 5 თვის განმავლობაში ხელმღვანელობდა.