ორხევის დასახლებაში მერია სახლებს ანგრევს.
ადგილზე პოლიცია და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. მათი განმარტებით, სახლები უკანონოდ არის ნაშენი.
ამ ნაგებობების პატრონები ამტკიცებენ, რომ სხვაგან ღამის გასათევი არ აქვთ და ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ ნგრევის პროცესს.
ამ დრომდე დანგრეულია 7 სახლი, მათი ნაწილის მშენებლობა დასრულებული არ ყოფილა.