რუსთავში ლოტოს ბილეთები მოიპარეს [video]

2021-01-28 12:31:30

რუსთავში ლოტოს ჯიხურები გაქურდეს. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გაქურდულია ლეონიძისა და  მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე, ასევე მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე ლოტოს ჯიხურები.

როგორც ობიექტებში დასაქმებულებმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრეს, უცნობმა პირებმა ღამის საათებში თამბაქო, თანხა და მომგებიანი ბილეთები მოიპარეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.