რუსთავში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2022-01-26 19:08:28

რუსთავში ბოლო დღეებში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა.

კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 114 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 239 პირი შემოწმდა.

მათ შორის 23 პირს ინფიცირება "პსრ" კვლევით დაუდასტურდა.

კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 357 პირი გამოიკვლიეს.

მათ შორის 9 პირს ვირუსი "პსრ" კვლევით დაუდგინდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები