პოლიციელმა ქალს სცემა

2022-01-25 20:04:34

პარტია "დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელშიც ჩანს, რომ სამართალდამცველი ქალზე ძალადობს.

მარიამ სიჭინავა განმარტავს, რომ ვიდეო დღეს, 25 იანვარს, ზუგდიდშია გადაღებული და ის ავტორმა ანონიმურობის დაცვის პირობით მიაწოდა.  

 

ფაქტზე განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ. განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყებამ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალაქ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მოხდება დაზარალებულის გამოკითხვა, ასევე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.