რა დროს უნდა გადაიყვანოთ კოვიდინფიცირებული ბავშვი კლინიკაში

2022-01-24 12:31:19

კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი იცვლება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ის უნდა დარჩეს ბინაზე. მისივე თქმით, არა საჭირო ჰოსპიტალიზაციის გამო შესაძლებელია კლინიკური სექტორი გადაიტვირთოს.

"პროტოკოლი შეიცვალა, მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება წლამდე ასაკი ბავშვი. სხვა შემთხვევაში თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანმხლები სიმპტომები, ძლიერი ხველა, სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას,"- აცხადებს თამარ გაბუნია.