ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2022-01-23 20:54:24

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კურორტ "ახტალას" მიმდებარედ ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.