რუსთავში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ავარიაში მოყვა [video]

2022-01-24 00:01:29

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის ავტომობილი და "ფორდის" მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის დროს მსუბუქად დაშავდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრი.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები