რუსთავის მუნიციპალიტეტი დ. კლდიაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციას და მედიათეკის მშენებლობას გეგმავს.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 299 988 ლარი გამოიყო, ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციებიდან ირკვევა სკვერში იგეგმება ფანჩატურების, გუმბათიანი ჰერბოლას, პავილიონის, ჭადრაკის მოედნის, სველი წერტილების, ჰამაკების, შადრევნის, სავარჯიშო და საბავშვო სივრცეების მოწყობა.
გარდა ამისა რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკვერში არსებულ სპორტულ მოედანს.