რუსთავის მუნიციპალიტეტს სადარბაზოების რეაბბილიტაციის ორი პროგრამა აქვს. თუკი თქვენი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო რეაბილიტაციას საჭიროებს, ამისთვის რუსთავის მერიის (ა)იპ "რუსთავის კორპუსის" სამსახურს უნდა მიმართოთ.
პირველი "ინიციატივების პროგრამაა", რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას სამშენებლო მასალები გადაეცემა, ხოლო სამუშაოების შესრულებაზე თავად მოსახლეობამ უნდა იზრუნოს.
მეორე "თანადაფინანსების პროგრამაა",ამ დროს სადარბაზოს რემონტისთვის მუნიციპალიტეტი 90%-იან წილში შედის, ხოლო დარჩენილ 10% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იხდის.
როგორც ააიპ "რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელმა, დავით ხაჩიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, მეორე პროგრამის ფარგლებში, თუკი კონკრეტულ სადარბაზოში სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს, რომელთა სარეიტინგო ქულა 63 000-მდეა, რემონტისთვის საჭირო მათ წილ თანხას მუნიციპალიტეტი დაფარავს.