კანონმდებლობის დარღვევის 2 ფაქტი გარდაბანში

2022-01-22 12:57:11

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიწის კანონმდებლობის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოხსნეს და გადააადგილეს მიწის ნაყოფიერი ფენა.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, უკანონოდ მოხსნილი მიწის ნაყოფიერი ფენა, დაბრუნებულ იქნა მოხსნის ადგილზე.