როგორია რუსთავში ავარიის დროს დაშავებული 3 წლის ბავშვის მდგომარეობა [video]

2022-01-21 00:03:40

რუსთავში, შარტავას გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. [ვიდეო/video]

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, ანა იაკობაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მცირეწლოვანს გაუკეთდა ოპერაცია, რის შედეგადაც ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

"გადაყვანილია ქირურგიულ განყოფილებაში. გაუმჯობესებულია მდგომარეობა, ჩაუტარდა ოპერაცია",- აცხადებს იაკობაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შარტავას გამზირზე ერთმანეთს "მერსედესისა" და "ჰონდას" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც 2 თვის ჩვილი გარდაიცვალა, ხოლო 4 ადამიანი დაშავდა.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები