2022-01-18 22:46:02
    
		
		
			რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ჰონდას" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რკინის მოაჯირი შეანგრია და ბორდიურზე ავარდა.
შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათს შორის არიან არასრულწლოვანებიც.
დაშავებულები   სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.   "ინფო რუსთავი" დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ   ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.