რუსთავში, შარტავას გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა. [ვიდეო/video]
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ერთმანეთს "ჰონდას" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც "ჰონდას" ერთ-ერთი მგზავრი, ორი თვის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ოთხი პირი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
დაშავებულებს შორისაა გარდაცვლილი ჩვილის დედა, მამა და ასევე მცირეწლოვანი ძმა, რომელიც კლინიკა "რუსთავიდან" თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკა "რუსთავის" დირექტორი, თამაზ მოდებაძე "ინფო რუსთავთან" აცხადებს, არ ფლობს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მათთან შეყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და კომენტარს ვერ გააკეთებენ.