დიღმის მასივში, სააფთიაქო ქსელ "ფარმადეპოს" ფილიალში ხანძარი იყო.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.