საქართველოს სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის მეთოდების შესახებ, ცნობილია.
სამედიცინო კონსილიუმზე შემთხვევის განხილვაში 5 ექიმი და 8 ექსპერტი იღებდა მონაწილეობას, მათი ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება ითქვას რომ არ შეცვლილა. ანემია, წონასწორობის კარგვა, სისუსტე და მძიმე ნევროლოგიური მდგომარობა, კვლავ სახეზეა.
მათი თქმით, ამ დროისთვის მედიკამენტური მკურნალობა გრძელდება, თუმცა აუცილებელია ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რაც ექიმების ინფორმაციით, საპატიმრო პირობებში არც ისე იდეალურია, თუმცა მაინც შესაძლებელი.