წალენჯიხაში უბედურ შემთხვევას 50 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მერის მოადგილემ, ლაშა ზარქუამ განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ე.წ. ტირის თოფი ხელიდან გაუვარდა, რა დროსაც მოხდა გასროლა. ტყვია კი ბიჭის დედას ყელის არეში მოხვდა.
სამწუხაროდ, დაჭრილი ქალის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ მოახერხეს.