რუსთავში, ფეროშენადნობთა საწარმო "რუსელოისში" უბედურ შემთხვევას 44 კახა კუნდუხაშვილი ემსხვერპლა.
მას მეუღლე და 12 და 20 წლის შვილები დარჩა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საწარმოს დირექტორმა გიორგი ბარნაბიშვილმა განუცხადა, ახალგაზრდა კაცი მათთან 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. რაც შეეხება შემთხვევას, ბარნაბიშვილის თქმით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს და დაელოდებიან ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას.
"გამოძიება მიმდინარეობს. ძალიან კარგი თანამშრომელი იყო. სამწუხაროდ უბედური შემთხვევა მოხდა. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას.
ყველა თანამშრომელი გვყავს დაზღვეული უბედურ შემთხვევაზე, ექსპერტიზის პასუხის შემდეგ სადაზღვევოსთან გვექნება კომუნიკაცია. შეწუხებულები ვართ და ვუსამძიმრებთ ოჯახს",- განუცხადა გიორგი ბარნაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საწარმო "რუსელოისში" კაცს საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუართან მუშაობის დროს ფეხი დაუცდა, რეზერვუარში ჩავარდა და გარდაიცვალა.