"რუსთავი მოლი" გაიხსნა [video]

2021-12-02 14:33:17

"რუსთავი მოლი" გაიხსნა. ® [ვიდეო/video]

26 000 კვ.მ.-ზე განთავსებულ ქალაქის მთავარ სავაჭრო სივრცეში არაერთი ცნობილი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ბრენდი, ტექნიკის, სურსათის, წიგნებისა და სათამაშოების მაღაზია, ასევე კვების ობიექტი იქნება წარმოდგენილი.

ამ ეტაპზე მოლში გახსნილია: კარფური, ვაიკიკი, ბიბლუსი და აი ქეისი, ხვალ იხსნება ისი პარი და დანკინი.

გარდა ამისა, ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას : BMB Mataraci trans Georgia (TAC); მინისო ჯორჯია; ფარმაციული სახლი; ზუმერ ჯორჯია; პეპელა; ბიბლუსი; სუფთა სახლი; გორგია; ავტოგრაფი; ქეი ეფ სი; უნო შუზი; ფლო; აი პლიუსი; დონ ჟელიბონი; Stands.

ქალაქის სავაჭრო ცენტრი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა,  სოსო ფხაკაძემ გახსნეს. ქალაქის პირველმა პირმა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა წითელი ლენტი საზეიმო ვითარებაში გაჭრეს.

"ვისოლ ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტის, ლევან ფხაკაძის ინფორმაციით, რუსთავი მოლი 2-3 თვეში სრულად იქნება ათვისებული.

"მე მინდა რუსთაველებს მივულოცო დღევანდელი დღე. ძალიან მიხარია, რომ გაიხსნა სრულფასოვანი მოლი, რომელსაც დიდი ხანი ელოდა რუსთავი. ჩვენ არაერთი კვლევა გავაკეთეთ, სადაც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ბევრ იმ ბრენდზე, რომელიც დღეს უკვე წარმოდგენილია ქალაქ რუსთავში. 26 000 კვ. მ სივრცე შეიქმნა რუსთაველებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ მობრძანდნენ, გაატარონ დრო თავიანთ ოჯახებთან ერთად. აქ არის წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდები და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ რუსთაველებს მიეცათ საშუალება, ყოველდღიურ მოთხოვნილებაზე მათ არ იარონ თბილისში და ეს ყველა სერვისი მიიღონ თავიანთ ქალაქში.

დაახლოებით 2-3 თვეში მოლი იქნება 100%-ით შევსებული და ძალიან ბევრი საინტერესო ბრენდი იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა ლევან ფხაკაძემ.

როგორც რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, სავაჭრო ცენტრი ქალაქში ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

"მთავარი არის ის, რომ აქ დასაქმდება არაერთი რუსთაველი. უკვე დასაქმებულია 200-მდე ადამიანი და მას შემდეგ, რაც სრულად იქნება დატვირთული, აქ ჩვენ შევძლებთ, რომ 5000 ადამიანამდე იყოს დასაქმებული და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები", - განაცხადა ლაცაბიძემ.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები