რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულის აივნიდან 24 წლის ბიჭი გადმოვარდა. [ვიდეო/video]
როგორც ამ კორპუსში მცხოვრებლები საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უცხადებენ, ახალგაზრდა, სავარაუდოდ, წიგნის კითხვის დროს შეუძლოდ გახდა და აივნიდან გადმოვარდა.
"მთელი ღამე არ სძინებია. წიგნს კითხულობდა და ალბათ თავბრუ დაეხვა და მე-4 სართულის აივნიდან გადმოვარდა. სასწრაფო და პოლიცია რომ მოვიდა გონზე იყო და მალევე გადაიყვანეს კლინიკაში",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ახალგაზრდა ბიჭის ერთ-ერთმა მეზობლემა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. ნეიროქირურგის დავით გელაშვილის თქმით, ბიჭს ხერხემლის სამი მალის მოტეხილობა აღენიშნება.
"პაციენტი, როგორც გვითხრეს, გადმოვარდა მე-4 სართულიდან. ჩაუტარდა ყველანაირი გამოკვლევა ამ ეტაპისთვის. დაზიანებულია წელის 1-ლი, მე-2 და მე-3 მალა. ამის გამო არის საოპერაციო. იყო დაზიანებები მარჯვენა ფეხზეც, თუმცა თავის ტვინისა და ხერხემლის სხვა ნაწილების დაზიანება არ დიაგნოსტირდა. გაკეთდება ხერხემლის ფიქსაცია მეტალის ინპლანტით",- უთხრა "ინფო რუსთავს" გელაშვილმა.