ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას ეთერში“ კოვიდპასპორტების შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„მარათონის დაწყება ცალსახად არის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცრილი მოქალაქეებისთვის და არამარტო, აუცრელების დაცვისთვის ქვეყანამ გააკეთოს, რაც შეიძლება სწრაფად კოვიდპასპორტების სრულფასოვნად შემოღება.
კოვიდპასპორტით უნდა მოხდეს ადამიანების დაშვება – დახურულ შენობებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
კოვიდპასპორტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, ვაქცინაციის სტატუსზე, გადატანილ ინფექციაზე და ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩატარებულ ტესტზე. მხოლოდ ამით მივაღწევთ საზოგადოების უსაფრთხოებას, მეტი გამოსავალი უბრალოდ არაა.
სხვა ალტერნატივა აღარ დაგვრჩა და რაც უფრო მეტ დროს დავკარგავთ, დავაგვიანებთ. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება ამ პანდემიას. ლეტალობისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა გვაქვს და ეს არის, სწორედ 11- ჯერ შევამციროთ გარდაცვლილი ადამიანების ციფრი თუ ჩვენ ვიქნებით წარმატებული ვაქცინაციის ქვეყანა.
რაც უფრო სწრაფად დავიჯერებთ ამას, მით მალე დავაღწევთ თავს ამ დაუსრულებელ ტალღებს“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.