დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ირწმუნება, რომ ის და მისი კოლეგები ივლისის შემდეგ რაიონებსა და საწარმოებში დადიოდნენ და ადამიანებს ვაქცინაციაში არწმუნებდნენ.
პაატა იმნაძემ ვაქცინაციის თემაზე „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ მოქალაქეებს "გამაოგნებელი შეკითხვები" აქვთ.
კითხვაზე - რატომ ვერ დაარწმუნა სახელმწიფომ მოქალაქეები აცრის საჭიროებაში, NCDC-ს ხელმძღვანელის მოადგილე პასუხობს, რომ შესაძლოა, საჭირო იყო მედიის მხრიდან მეტი ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეებისთვის.
„ბევრ კითხვაზე მიწევს პასუხის გაცემა მოქალაქეებისთვის. ადამიანები მეუბნებიან, კარგი იქნებოდა ტელევიზიიდან მივიღოთ ეს ინფორმაცია უფრო მეტადო. ადამიანებს ისეთი რაღაცეების გამო არ სურთ აცრა, შეიძლება გაგიჟდე, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია. განსაკუთრებით აწუხებთ ის, რომ ვაქცინა მოქმედებს თურქმე სქესობრივ ფუნქციაზე, გამრავლებასა და რეპროდუქციაზე. მართალიც არის, ადამიანებს უნდა მიეწოდოთ ყველანაირი ინფორმაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.