რუსთავში რამდენიმე სკოლა დაიკეტა

2021-10-14 12:08:07

რუსთავში, კორონავირუსის დადასტურების გამო, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 3 სკოლა გადავიდა, - ამის შესახებ ინფო რუსთავს რუსთავის რესურსცენტრში განუცხადეს. ეს სკოლებია: #5, #21 და #22.

თამარ ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა ასევე, 1-ელ, მე-2, მე-4, მე-5, მე-7, მე-9, მე-11, მე-15, მე-17, 20-ე, 22-ე, 23-ე, 25-ე და 26-ე საჯარო სკოლებში, რის გამოც რამდენიმე დღეა 39 ცალკეული კლასი სწავლის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.