რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესისა" და "მიცუბიშის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.