"აიცერი და მოიგეს" გათამაშებაში გარდაცვლილმა რუსთაველმა ფული მოიგო [photo]

2021-09-27 10:14:42

"აიცერი და მოიგეს" გათამაშებაში 23 სექტემბერს გარდაცვლილმა რუსთაველმა ქალმა 100 ლარი მოიგო.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია გარდაცვლილის შვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, 73 წლის ქალი ერთი თვის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა.

შვილის ინფორმაციითვე, დედამისს "ფაიზერის" ვაქცინის ერთი დოზა ჰქონდა გაკეთებული. ინფიცირება კი ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში დაუდასტურდა, რის შემდეგაც კოვიდკლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ერთი თვე გახდა რაც გარდაიცვალა. რუსთავში არ იყო თავისუფალი ადგილები და ამიტომ მარნეულის სამედიცინო ცენტრ ადიკში გადაიყვანეს. კარგი ანალიზებით შევიდა საავადმყოფოში და მერე იქ დამძიმდა. ხუთი ქულით შევიდა და 14 ქულამდე გაეზარდა. 23 სექტემბრის გათამაშებაში მოიგო 100 ლარი. მობილურზე მოვიდა შეტყობინება",- განუცხადა "ინფო რუსთავს" გარდაცვლილი ქალის შვილმა

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები