იალბუზზე ყაბარდო-ბალყარეთის მხრიდან ასვლისას ტურისტული ჯგუფის 19 კაციანი ჯგუფის 5 წევრი დაიღუპა, 14 კი მაშველებმა გადაარჩინეს. [ვიდეო/video]
რუსული მედიის ინფორმაციით, არაპროფესიონალი ალპინისტებით დაკომპლექტებულ ტურისტულ ჯგუფში იყვნენ რუსეთის სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებნი.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, განგაშის სიგნალი მიიღეს, როცა ჯგუფი 5400 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაცია 7 საათს გაგრძელდა.
ტრაგედიის მიზეზად უამინდობა სახელდება. მარშრუტზე, რომელსაც ტურისტული ჯგუფი მიუყვებოდა, ქარის სიჩქარე წამში 40 მეტრს აღწევდა, ჰაერის ტემპერატურა კი, -20 გრადუსი იყო. ყაბარდო-ბალყარეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ გადარჩენილი ტურისტების უმრავლესობა კიდურები მოყინული აქვს.