იტალიაში 6 ქართველი დააკავეს [video]

2021-09-23 19:36:10

მილანსა და ტურინში იტალიის პოლიციამ 6 ქართველი დააკავა.[ვიდეო/video]

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მათი ცნობით, დაკავებულ ქართველებს ბრალად ავტოფარეხებისა და საცხოვრებელი სახლების ქურდობა ედებათ.

კრიმინალური დაჯგუფების წევრებზე მიმდინარეობდა თვალთვალი, სატელოფონო საუბრების მოსმენა, რომლიდანაც გაირკვა და რომ ქართველთა დაჯგუფებას დანაშაულის ჩადენამდე კარგად ორგანიზებული პროტოკოლი ჰქონდათ.

ჩხრეკის დროს სამართალდამცავებმა სხვადასხვა სახლიდან მოპარული ნივთები, ოქროს სამკაულები და ნაღდი ფული ამოიღეს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები