რუსეთში, ქალაქ ურალის პერმის უნივერსიტეტში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.[ვიდეო/video]
რუსული პრესის ინფორმაციით თავდამსხმელი ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია. სროლის დროს 8 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20-მდე დაშავდა.
უნივერსიტეტში მყოფების ნაწილი თავდაცვის მიზნით აუდიტორიებში ჩაიკეტა, ნაწილი კი თავის დაღწევას შენობის ფანჯრებიდან გადახტომით ცდილობდა.
თავდამსხმელი ამ დროისთვის უკვე დაკავებულია, დაკავების დროს ის სამართალდამცავებმა დაჭრეს.