„ინფო რუსთავი“ იმ პიროვნებას გაესაუბრა, ვინც ბიჭები ბოლოს ნახა. გარდაცვლილების მეგობარი, ანასტასია როგავა ყვება, რომ: „3 აგვისტოს ვნახე, ჯერ საღამოს და მერე ღამის 4 საათისთვის, გადასარევ განწყობაზე იყვნენ ორივე, განსაკუთრებით გიო. მეორე დღეს, 4 აგვისტოს, ზვიომ მომწერა, რომ საღამოს სადმე კლუბში წავსულიყავით, რაზეც მე დავეთანხმე და ველოდი, რომ საღამოს შევხმიანდებოდით. ამ მომენტის შემდეგ მათი ტელეფონები გაითიშა და კონტაქტი აღარ გვქონია.“ გარდაცვლილების მეგობარი აღნიშნავს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, ჰქონდათ თუ არა მათ ვინმესთან კონფლიქტი, ასევე გამორიცხავს, რომ ბიჭებს რაიმე ნარკოტიკული საშუალება მიეღოთ ან თვითმკვლელობა ეცადათ. დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ბიჭების გარდაცვალების მიზეზი ძალადობა ყოფილიყო, თუმცა ოფიციალური ვერსია ამ დრომდე არ გაჟღერებულა.
შეგახსენებთ, რომ 2 მამაკაცი: 28 წლის გიორგი და 19 წლის ზვიო დღეს დილით, ბათუმში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი ნახეს. ზვიო სამოდელო სფეროში მოღვაწეობდა, ხოლო გიორგი მომღერალი იყო.