ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბიჭია. „ინფო რუსთავს“ ინფორმაცია შსს-მ დაუდასტურა. შსს-ს განცხადებით: „ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.“ ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების თქმით, ახალგაზრდა ბიჭები სავრაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.