როდის დასრულდება საბავშვო ბაღის მშენებლობა

2021-06-27 15:33:14

თითქმის ერთი წლის წინ, რუსთავში, სარაჯიშვილის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. რუსთავის მერიაში პროექტის გაჭიანურების მიზეზებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი რამდენიმე თვეში დასრულდება.

შარშან გამოვაცხადეთ ტენდერი, გავაფორმეთ ხელშეკრულება შ.პ.ს "ორნამენტთან", კომპანიამ ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რის გამოც შევუწყვიტეთ ხელშეკრულება. სწორედ ამის გამო გაჭიანურდა პროექტის დასრულება. წელს უკვე ჩვენ მოვახდინეთ, თანხების მობილიზება და ახალი ტენდერის გამოცხადება. ამ თვეში გაფორმდა ახალი ხელშეკრულება შ.პ.ს "სამებასთან". სამუშაოები უკვე დაიწყო და რამდენიმე თვეში დასულდება",-განაცხადა რუსთავის მერიის  ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ.

როგორ სარაჯიშვილის ქუჩაზე, განთავსებულ ბანერზე ვკითხულობთ ახალი ბაღის მშენებლობის დასრულების თარიღია 2022 წლის იანვარი.

საბავშვო ბაღი გათვლილი იქნება 150 ბავშვზე. ბაღს ასევე ექნება სარდაფი და კეთილმოწყობილი ეზო.

ახალი ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  თავდაპირველად 1 300 000 ლარამდე გამოიყო.