რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი შენდება [photo]

2020-07-26 13:46:50

რუსთავში, სარაჯიშვილი ქუჩაზე საბავშვო ბაღის ახალი შენობა შენდება. ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

ხელშეკრულების მიხედვით, ახალი სააღმზრდელო დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, საბავშვო ბაღი გათვლილი იქნება 150 ბავშვზე. ბაღს ასევე ექნება სარდაფი და კეთილმოწყობილი ეზო.

ახალი ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  1 300 000 ლარამდე გამოყო.