ავტობანზე, წეროვანის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "პორშეს" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა, რასაც ორი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ავტომრბოლელი დემეტრე თაქთაქიშვილია.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.