რუსთავის რომელ სკოლას ჰყავს ყველაზე მეტი მაქსიმალურქულიანი

2021-08-16 00:01:54

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება უკვე დასრულებულია.

აბიტურიენტები აგვისტოს ბოლოს გაიგებენ, თუ რომელ უნივერსიტეტში მოხვდნენ და სახელმწიფოსგან რამდენ პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შედეგების გამოცხადების პარალელურად გთავაზობდათ სხვადასხვა საგანში მაღალქულიანი რუსთაველი კურსდამთავრებულების სიას.

ჩვენს მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით ამჯერად გთავაზობთ სკოლების ჩამონათვალს, რომელთა კურსდამთავრებულებმაც სხვადასხვა საგანში ქალაქში ყველაზე მაღალი ქულა აიღეს.

ყველაზე მეტი მაქსიმალურქულიანი მე-4 საჯარო სკოლას ჰყავს. ჟიული შარტავას სახელობის სკოლის სამმა კურსდამთავრებულმა სხვადასხვა საგანში მაქსიმალურ ქულა მიიღო.

ბექა ბაჩალიაშვილი - ინგლისური 80 ქულა

მარიამ გელაშვილი - ინგლისური 80 ქულა

ქეთი ნოზაძემ რუსთავში ბიოლოგიის გამოცდაში ყველაზე მაღალი 69 ქულა აიღო.

შემდეგ მოდის N2 საჯარო სკოლა, რომლის ორმა კურსდამთავრებულმაც ეროვნულ გამოცდებში მაქსიმალური ქულა დაიმსახურა.

ნინი თათარიშვილი - ქართულში 70 ქულა

ნიკა ნოზაძე - რუსთავში მათემატიკის გამოცდაში ყველაზე მაღალი შეფასება 50 ქულა აიღო.

თითო-თითო აბიტურიენტები ჰყავთ კერძო სკოლა რუსთველის და მე-7, მე-11, მე-13, 22-ე, 24-ე, 25-ე საჯარო სკოლებს.

გვანცა პაპაშვილი - ინგლისური 80 ქულა (კერძო სკოლა "რუსთველი")

ვახტანგ ქორიძე - ინგლისური 80 ქულა (მე-7 საჯარო სკოლა)

ნუცა ხმიადაშვილი - ინგლისური 80 ქულა (მე-11 საჯარო სკოლა)

ანი კვერნაძე - ინგლისური 80 ქულა (მე-13 საჯარო სკოლა)

გიორგი მიმინოშვილი - ინგლისური 80 ქულა (22-ე საჯარო სკოლა)

ლუკა მანჩხაშვილი - 59 ქულა, ისტორია (24-ე საჯარო სკოლა)

მართა მეტრეველი - ქართული 70 ქულა (25-ე საჯარო სკოლა)

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები