გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკა "რუსთავში" კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციო საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში დაუდასტურეს.
კოვიდინფექციით 65 წლის ქალი და 72 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში 5579 ინფიცირების შემთხვევა და 50 გარდაცვალება დაფიქსირდა.