ძლიერი წვიმის გამო თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში შავი ზღვის პირა რეგიონები, ბართინი, სინოპი, კასტამონუ, სამსუნსა და ყარაბუკი, დაიტბორა. [ვიდეო/video]
ბოლო მონაცემებით, წყალდიდობას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა. ადგილობრივი მედიი ინფორმაციით, მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოებს.
ძლიერი წყლის ნაკადმა დაანგრია საცხოვრებელი სახლები და დააზიანა ასობით ავტომობილი.