რუსთავში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2021-08-02 00:02:07

რუსთავში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შიო არაგვისპირელის ქუჩაზე 34 წლის დათო ჩაჩუა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში "ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც ავტომობილი დაეცა და გარდაიცვალა.

ახალგაზრდას ცხედარი სახლის ეზოში მისმა ნათესავმა ნახა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილი, რომელმაც ახალგაზრდა კაცი იმსხვერპლა, მისმა ოჯახის წევრებმა ახალი ხიდის მიმდებარედ მინდორში მიიყვანეს და ცეცხლი წაუკიდეს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები