რუსთავის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტს სიცხე დაუფიქსირდა

2021-07-06 18:01:39

რუსთავის N22 საჯარო სკოლაში მოწყობილ საგამოცდო ცენტრში ერთ აბიტურიენტს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც ცენტრში ცხელების სექტორი გაიხსნა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, უცხო ენის გამოცდის პირველ სესიაზე 306 აბიტურიენტიდან 295 გამოცხადდა, ხოლო მეორე სესიაზე 301-დან 287.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები