სიცხეს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

2021-06-30 12:41:32

კანადაში რეკორდული სიცხის გამო 100-ზე მეტი ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ინგლისური გამოცემის BBC-ის ცნობით, ვანკუვერის ტერიტორიაზე პოლიციამ 130 მოულოდნელი გარდაცვალება დააფიქსირა, მათი უმეტესობა ხანში შესული ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები იყვნენ.

კანადაში სამშაბათს, 29 ივნის, რეკორდულად მაღალი 49,5 გრადუსი ცელსიუსი სიცხე დაფიქსირდა.

ქვეყანაში ტემპერატურის მაჩვენებელი 45 გრადუს არასდროს არ გადასცდენია.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები