რუსთავის ტბაში კატერით გასეირნებას შეძლებთ

2021-07-21 13:17:33

რუსთავის დასვენებისა და კუტრულის ცენტრალურ პარკში მისულ დამსვენებლებს ტბაში კატერით გასეირნება შეუძლიათ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში განუცხადეს, კატერით ტბისთვის ერთი სრული წრის შემოვლა ერთი ადამიანისთვის 10 ლარი ეღირება.

გარდა კატერებისა, ტბაში საშუალება გაქვთ გაისეირნოთ წყლის ველოსიპედებით, კანეოთი და კაიაკით.