რა დაგიჯდებათ რუსთავში წყლის ველოსიპედებით გასეირნება

2021-06-27 11:23:22

რუსთავის დასვენებისა და კუტრულის ცენტრალურ პარკში მისულ დამსვენებლებს ტბაში წყლის ველოსიპედით გასეირნება შეუძლიათ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში განუცხადეს, წყლის ველოსიპედით გასეირნება 1 საათით 8 ლარი ღირს.

გარდა წყლის ველოსიპედებისა ხელოვნურ ტბაში შეგიძლიათ გაისეირნოთ კანოეთი, რომლის ღირებულებაც 1 საათით 5 ლარია, ასევე ერთ და ორკაციანი კაიაკით, 1 საათის ღირებულება ერთი ადამიანისთვის 4, ხოლო ორისთვის 8 ლარია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები