რუსთავში პოლიციამ 2 ახალგაზრდა დააკავა [video]

2026-10-27 11:13:15

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.