გაიხსნება თუ არა რუსთავის ტბაზე საცურაო სეზონი

2021-06-23 11:01:49

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ ტბაზე საცურაო სეზონი არ გაიხსნება.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" "რუსთავსერვის ცენტრის" ხლმძღვანელმა რევაზ გოგიძემ განუცხადა.

გოგიძემ მიზეზად წყლის შეუსაბამო მდგომარეობა დაასახელა. მისი თქმით, ტბაში შესვლა მხოლოდ წყლის ველოსიპედებით შეიძლება.

"ტბაში მხოლოდ წყლის ველოსიპედების გამოყენება შეიძლება. ტბაში არ არის შესაბამისი პირობა, თუ ვინმე შედის დაცვის წევრები და წყლის ველოსიპედის ინსტრუქტორები უკრძალავენ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" გოგიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები