The Journal of the American Medical Association-ში გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევის თანახმად, ახალი mRNA ტექნოლოგიით დამზადებული Pfizer-ისა და Moderna-ს კორონავირუსის ვაქცინები მამაკაცის სპერმაზე და ნაყოფიერებაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს.
ანტივაქსერული ჯგუფის ერთ-ერთი არგუმენტი, რომ კორონავირუსი ახალი ვაქცინა მამაკაცების ნაყოფიერებაზე უარყოფით გავლენას ახდენდა, მეცნიერულად დადასტურდა რომ მცდარია.
Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები ჯანმრთელი ახალგაზრდა მამაკაცის სპერმის არც რაოდენობას ამცირებს და არც მის ხარისხს.
კვლევისთვის 25-დან 31 წლამდე 45 მამაკაცის სპერმის ნიმუშები გამოიყენეს. კვლევაში მონაწილე ყველა კაცს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და ფერტილობასთან დაკავშირებით არცერთ მათგანს არ ჰქონია პრობლემა. ნიმუშები აღებული იქნა, ვაქცინის გაკეთების პირველ დოზამდე და მეორე დოზის გაკეთებიდან 70 დღის შემდეგ.
"ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ რაიმე ცვლილება იმ ახალგაზრდა მამაკაცების სპერმის პარამეტრებში, რომლებსაც გაკეთებული ჰქონდათ mRNA ტექნიკაზე დამზადებული ვაქცინების ორივე დოზა",- განაცხადა მაიამის ჯანმრთელობის სისტემის უნივერსიტეტის მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და ქირურგიის დირექტორმა და კვლევის თანაავტორმა რანჯიტ რამასამიმ.
კვლევის დროს არ გამოუყენებიათ Johnson & Johnson და AstraZeneca ვაქცინები, რომლებიც mRNA მეთოდზე დაყრდნობით არაა დამზადებული.