პირბადის გამო დაწყებული კამათი "ინტერტრანსის" მიკროავტობუსში

2021-06-23 00:00:48

კომპანია "ინტერტრანსის" მიკროავტობუსში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მიკროავტობუსში კამათი იმის გამო დაიწყო, რომ მძღოლსა და რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა.

როგორც ერთ-ერთი მგზავრი "ინფო რუსთავს" უყვება, ქალმა მძღოლს შენიშვნა მისცა და მოსთხოვა, პირბადე ყველას გაეკეთებინა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ თუ არ მოსწონდა ის პირობები, რომლშიც მგზავრობა უწევდა, მანქანიდან ჩასულიყო.

"მძოლს პირბადე არ ეკეთა, შემდეგ მიიხედ-მოიხედა ერთმა ქალბატონმა და კიდევ რამდენიმე ადამიანი იჯდა ნიღბის გარეშე. ცოტა აღელდა და დაუწყო, იქნებ რაღაც შეიცვალა და მე ვერ გავიგე, რეგულაციები ხომ არ შემსუბუქდა პირბადე რომ არ გიკეთიათო? არა, მე არ შემიძლია მთელი დღე ტარება, სცადე აბა, დილის 6 საათიდან საღამომდე იჯდე პირბადითო. თუ არ მოგწონს გაგიჩერებ მანქანას და გადადი მანქანიდანო.

ცოცხალი თავით ნიღაბი არ გაიკეთა", - უყვება ერთ-ერთი მგზავრი "ინფო რუსთავს".

ფაქტთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო კომპანია "ინტერტრანსს" დაუკავშირდა.

"აღნიშნულის გამო მძღოლს ერთი კვირით შეეზღუდება სატრნასპორტო საშუალების მართვა, მეორე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი შესაძლოა მძღოლთან კომპანიამ ხელშეკრულება გაწყვიტოს.

„ინტერტრანსი“ მგზავრებსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ დატოვოს შეტყობინება ცხელი ხაზის ნომერზე - 0341 28 50 50.

"იმ შემთხვევაში თუ შემოვა შეტყობინება, რომ რომელიმე მძღოლი არღვევს წესებს და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება, გატარდება შესაბამისი სანქციები"- აცხადებს "ინტერტრანსის" საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ცერცვაძე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები