რუსთავის დიდ ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
გაზი არ აქვთ მე-16, მე-17, მე-18, მე-19, მე-20 და 21-ე მიკრორაიონში მცხოვრებლებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ გაზ ჯორჯიაში" განუცხადეს, მილსადენის მიმდებარედ სამუშაოების დროს ექსკავატორმა გაზსადენი დააზიანა, რის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება ავარიულად შეწყდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილზე უკვე მუშაობენ მათი წარმომადგენლები, თუმცა ჯერ-ჯერობით ზუსტ დროს, თუ როდის აღუდგებათ აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება, ვერ ასახელებენ.