რუსთავის ბიუჯეტი გაიზარდა

2021-06-04 17:05:00

რუსთავის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 3 945 500 ლარით გაიზარდა და 63 655 200 ლარი შეადგინა. ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმსჯელა.

სხდომის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განმარტა, რა გზებით მოხდა 2021 წლის ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზება. მისი თქმით, 1 852 200 ლარი რუსთავისთბის გამოიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან, 2 053 000 ლარი ქონების გაყიდვიდან მისაღები გაზრდილი შემოსავლია, 40 300 ლარი კი ეკონომიების შედეგად გამოვლენილი თანხა.

კავთიაშვილის განცხადებით, აღნიშნული თანხები ძირითადად შემდეგ პროგრამებზე გადანაწილდა:

9 000 ლარი - რუსთავის კორპუსის ადმინისტრირების პროგრამა;
40 100 ლარი - ცხოველთა მონიტორინგის პროგრამა (საქონლისა და მომსახურების ნაწილში);
120 000 ლარი - მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების სამედიცინო პროგრამა;
240 600 ლარი - სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობის პროგრამა;
200 000 ლარი - საცხოვრებელი შენობების სახურავების რეაბილიტაციის პროგრამა;
291 000 ლარი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამა;
1 852 200 ლარი - გზებისა და ტრორუარების კაპიტალური შეკეთების პროგრამა;
738 1000 ლარი - გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთების პროგრამა;
335 000 ლარი - გზებისა და ტროტუარების მიმდინარე შეკეთების პროგრამა;
40 100 ლარი - საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციის პროგრამა;
25 300 ლარი - საზოგადოებრივი სივრცეების მოვლა-პატრონობის პროგრამა;
54 100 ლარი - ცხოველთა მონიტორინგის პროგრამა (არაფინანსური აქტივების ნაწილში).

კენჭისყრის შედეგად დეპუტატებმა აღნიშნული საკითხი დაამტკიცეს და რუსთავის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები