ჯილდო - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" [video]

2021-06-05 11:37:35

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის სახაზო საპატრულო სამსახურის უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი გიგაშვილი დაჯილდოვდა მედალიონით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის". [ვიდეო/video]

საპოლიციო ოპერაციის დროს გამოვლენილი სამსახურებრივი პროფესიონალიზმის, სწრაფი და ზუსტი რეაგირების შედეგად, მან რუსთავში, ხიდის მოაჯირის მეორე მხარეს მყოფი ახალგაზრდა ქალბატონი უსაფრთხოდ გადმოიყვანა და მისი სიცოცხლე გადაარჩინა.