რუსთავში პოლიციის თანამშრომლებმა 21 წლის გოგონა გადაარჩინეს. [ვიდეო/video]
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გოგონა სუიციდის მიზნით, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი მთავარი ხიდიდან მდინარე მტკვარში გადახტომას ცდილობდა. ის ხიდის მოაჯირის მეორე მხარეს გადავიდა, რა დროსაც ერთ-ერთმა თვითმხილველმა საპატრულო პილიცია გამოიძახა.
თვითმხილველის თქმით, ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გოგონას გაესაუბრნენ, ყურადღება სხვა თემაზე გადაატანინეს, შემდეგ შებოჭეს და ჯებირის მეორე მხარეს გადმოიყვანეს.
ასევე თვითმხილველის ინფორმაციით, ახალგაზრდა შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხიდიდან გადმოყვანის შემდეგ გონება დაკარგა. მას სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინა.
რა გახდა სუიციდის მცდელობის მოტივი, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია "ინფო რუსთავს" არ აქვს.